ძიუდო | სულამანიძემ, სანებლიძემ და ჯაფარიძემ ბაქოს გრანდ სლემზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT
ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე დღეს შვიდი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც ასპარეზობას სამი განაგრძობს.
ტურნირზე თითო გამარჯვება მოიპოვეს ილია სულამანიძემ, ონისე სანებლიძემ (ორივე – 100 კგ) და ახალგაზრდა აკაკი ჯაფარიძემ (90 კგ). სამივე მათგანი მერვედფინალში იჭიდავებს.
გურამ თუშიშვილი, შალვა გურეშიძე (ორივე – +100 კგ), ბაქარ ერაშვილი (90 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78) შეჯიბრებას პირველივე დაპირისპირების შემდეგ გამოეთიშნენ.
შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინაჯაოს მედალი მოიპოვა.
2023 წელს საქართველოს ნაკრებმა ბაქოში 17 ძიუდოისტით იასპარეზა. ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა, გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.