ძიუდო - შავდათუაშვილმა და მაისურაძემ პირველი ორთაბრძოლები მოიგეს | მინსკი 2019 [ვიდეო]
ძიუდო - შავდათუაშვილმა და მაისურაძემ პირველი ორთაბრძოლები მოიგეს | მინსკი 2019 [ვიდეო]

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, 73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მან დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში მოლდაველი იონ ნაცუ დაამარცხა. ქართველის მეტოქემ სამი გაფრთხილება მიიღო და ამ მიზეზით წააგო.

ასევე დამატებით დროში გაიმარჯვა ლუკა მაისურაძემაც (81 კგ.), რომელიც ფრანგ ჯალოს დაუპირისპირდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მაისურაძის შესანიშნავი ილეთით დასრულდა.

მინსკის ევროპული თამაშების გამო, წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი არ გაიმართება, შესაბამისად თამაშები ევროპირველობის რანგში არის აყვანილი.

დატოვე კომენტარი