ძიუდო – შავდათუაშვილი მეოთხედფინალში დენის იარცევს დაუპირისპირდება | მინსკი2019

14:13, 23.06.2019

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, 73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა მეორე გამარჯვება უკრაინელ სპორტსმენთან მოიპოვა და მეოთხედფინალში რუს დენის იარცევს დაუპირისპირდება.

მინსკის ევროპული თამაშების გამო, წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი არ გაიმართება, შესაბამისად თამაშები ევროპირველობის რანგში არის აყვანილი.

მსგავსი