ძიუდო | შავდათუაშვილი და გოჩილაიძე თბილისის გრანდ სლემის მერვედფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ძიუდოისტები ოთხ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ – 73კგ, 81კგ (კაცები), 63კგ, 70კგ (ქალები).
საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით გამოვიდა, რომელთაგან მედლებისთვის ბრძოლას მხოლოდ ორი ძიუდოისტი აგრძელებს. ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) ტურნირის მერვედფინალშია.
გარნდ სლემის ამავე სტადიაზე იჭიდავებს დიმიტრი გოჩილაიძეც (81კგ). შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკაიტე ვაზარით დაამარცხა და კარიერაში გრანდ სლემის ტურნირებზე ოქროს მედალს პირველად დაეუფლა.
შეჯიბრების ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 23 და 24 მარტს 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.
2023 წელს თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლებს ბექაური, სულამანიძე და ზაალიშვილი დაეუფლნენ, ვიცე-ჩემპიონები სარდალაშვილი და მაისურაძე გახდნენ, მესამე ადგილზე კი შავდათუაშვილი გავიდა.