ძიუდო | შალვა გურეშიძე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია #1TVSPORT
ძიუდო | შალვა გურეშიძე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია #1TVSPORT

პორტუგალიაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ბოლო საშეჯიბრო დღეს ქართველი მძიმეწონოსანი შალვა გურეშიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში თურქ თათაროღლუს სძლია. გურეშიძე ძლიერ მეტოქესთან ჯერ ულამაზესი გდებით, ვაზარით დაწინაურდა, შემდეგ კი მოწინააღმდეგე შებოჭვით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე დღემდე ერთი მედალი იყო. ვერცხლის მედლის მფლობელი ალექსანდრე ლოლაძე (81 კგ) გახდა.

პორტუგალიაში დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მამაკაცთა შორის მესამე ადგილზე გავიდა. ხვალ, 8 ოქტომბერს ტურნირზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც მონაწილეობას ჩვენი შერეული გუნდის მიიღებს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე:

ვაჟები:

60 კგ – კაკო ჩაფურიშვილი. 66 კგ – თენგო ზირაქაშვილი. 73 კგ – გიორგი ტერაშვილი. 81 კგ – ლუკა ბაბუციძე, ალექსანდრე ლოლაძე. 90 კგ – თამაზ კობერიძე. 100 კგ – გიორგი ბადუაშვილი. +100 კგ – შალვა გურეშიძე.

გოგონები:

48 კგ – მარიამ ფოცხვერაშვილი, ჯულიეტა როდონაია. 52 კგ – ელენე წიკლაური. 57 კგ – ნინო წიკლაური, ნინო ლოლაძე. 63 კგ – ეთერ ასკილაშვილი. 70 კგ – ნინო გულბანი. +78 კგ – ნინო პაპიძე.