ძიუდო | სარდალაშვილი, კუპატაძე, მარგველაშვილი, ზირაქაშვილი და ლიპარტელიანი თბილისის გრანდ სლემის მერვედფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT
თბილისში გრანდ სლემის ტურნირი დაიწყო. პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამიზე 16 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან ხუთი ასპარეზობას წარმატებულად განაგრძობს.
გიორგი სარდალაშვილი, ირაკლი კუპატაძე (ორივე 60კგ), ვაჟა მარგველაშვილი, თენგო ზირაქაშვილი (ორივე 66კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) გრანდ სლემის მერვედფინალში იჭიდავებენ.
ტურნირის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი სამივე საშეჯიბრო დღეს 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.
2023 წელს თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლებს ბექაური, სულამანიძე და ზაალიშვილი დაეუფლნენ, ვიცე-ჩემპიონები სარდალაშვილი და მაისურაძე გახდნენ, მესამე ადგილზე კი შავდათუაშვილი გავიდა.