ძიუდო | ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შერეულ გუნდურ ევროპის ჩემპიონატზე #1TVSPORT
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდებს შორის 10 სპორტსმენით გამოვა. ტურნირი 27 ნოემბერს რუსეთის ქალაქ უფაში გაიმართება. შეჯიბრი კაცებსა (73, 90 და +90კგ.) და ქალებს (57, 70 და +70 კგ.) შორის სამ-სამ წონით კატეგორიაში ჩატარდება, ფრის შემთხვევაში კი, წილისყრა ერთ წონით კატეგორიას გამოავლენს, სადაც გადამწყვეტი ასპარეზობა გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
კაცები: ალეკო მამიაშვილი, ფრიდონ გიგანი (ორივე – 73 კგ.), ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე – 90 კგ.) გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე +90 კგ.).
ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი (ორივე – 70კგ.), სოფიო სომხიშვილი (+70 კგ.).
კონტინენტის პირველობაზე 17 ქვეყანაა დარეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ შერეულ გუნდებს შორის ბოლო ევროპის ჩემპიონატი 2018 წელსაც რუსეთში ჩატარდა. საქართველოს ნაკრებს იმ ტურნირზე მონაწილეობა არ მიუღია, ჩემპიონი კი გერმანია გახდა.