ძიუდო | საბა ქარდავა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს #1TVSPORT
ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი გამოვიდა – გაგა გაგაძე, ლუკა ექვთიმიშვილი (100კგ), თამაზ ბიგანაშვილი, საბა ქარდავა (+100კგ) და ნინო პაპიძე (+78).
ჩვენი ძიუდოისტებიდან მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ერთი სპორტსმენი – ლუკა ქარდავა აგრძელებს. იგი ბრინაჯოს მოპოვებას რეპეშაჟიდან შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე ლუკა ჯავახიშვილმა (81კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში ქართველმა სპორტსმენმა ჩინელ ვანგს იპონით სძლია.