ძიუდო | საბა ქარდავა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT
ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი გამოვიდა – გაგა გაგაძე, ლუკა ექვთიმიშვილი (100კგ), თამაზ ბიგანაშვილი, საბა ქარდავა (+100კგ) და ნინო პაპიძე (+78).
ჩვენი ძიუდოისტებიდან ფინალურ ბლოკში მხოლოდ ლუკა ქარდავას ვიხილავთ – ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის აზრბაიჯანელ ან ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ძიუდოისტს დაუპირუსპირდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ახალგაზრდულ მსოფლიო პირველობაზე ლუკა ჯავახიშვილმა (81კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში ქართველმა სპორტსმენმა ჩინელ ვანგს იპონით სძლია და ჩვენს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.