ძიუდო | პარიზის ოლიმპიადაზე დღეს ვაჟა მარგველაშვილი გამოვა #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირი მიმდინარეობს. ქართველი სპოტსმენებიდან დღეს შეჯიბრებაზე ტოკიოს ოლიმპიადის ფინალისტი ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) გამოვა.
ევროპის მოქმედი ჩემპიონი პირველ წრეს გამოტოვებს, მეორე ეტაპზე კი ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ მოჰამად რაშნონეჟადსა და ფრანგ ვალიდ ხიარის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ვაჟა, წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში, ფინალამდე არ ხვდება მის წონაში ოლიმპიური ოქროს მოპოვების მთავარ კანდიდატს, იაპონელ ჰიფუმი აბეს.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12 საათზე დაიწყება. დამამშვიდებელი, ნახევარფინალური და ფინალური ორთაბრძოლები კი 18 საათიდან გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზში ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, გიორგი სარდალაშვილს (60კგ), მაგრამ 21 წლის ქართველი გამოცდილ ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან დამარცხდა. 60კგ-ში ოლიმპიური ჩემპიონი კი ყაზახი სმეტოვი გახდა, რომელმაც ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძეს სძლია.