ძიუდო | პარიზის ოლიმპიადაზე დღეს ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი იასპარეზებენ #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) იბრძოლებენ.
სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი შავდათუაშვილი პირველ წრეში მასპინძელ ჟოან ბენჟამინ გაბას შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში კი ლაშა მეორე ეტაპზე ტანზანიელ და ტონგელ სპორტსმენებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ ქართველი იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტოს ბადეშია და მეოთხედფინალში, შესაძლოა, მასთან მოუწიოს შეხვედრა.
ქალთა შორის 57კგ-ში ეთერ ლიპარტელიანი D ბადეში გამოვა და მისი პირველი მეტოქე ბრიტანელი ლილი ნაირნი იქნება. წარმატების შემთხვევაში კი ქართველი კოტ’დივუარელ დაბონესა და უზბეკ ამინოვას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ პარიზში ძიუდოს ტურნირზე საქართველოდ ნაკრები ჯერ მედლის გარეშეა.