ძიუდო | პარიზის ოლიმპიადაზე დღეს ილია სულამანიძე იასპარეზებს #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირზე, დღეს 100 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრი ილია სულამანიძე იასპარეზებს.
ქართველი წონის მეორე ნომერია და პირველ წრეს გამოტოვებს. ოლიმპიადაზე პირველ შეხვედრას სულამანიძე ხორვატ ზლატკო კუმრიჩსა და იტალიელ ჯენარო პირელის შორის გამარჯვებულთან ჩაატარებს.
წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში ილიას მეტოქე მეოთხედფინალში, სავარაუდოდ, ან პორტუგალიელი ფონსეკა, ან იაპონელი ვოლფი იქნება.
ძიუდოს ტურნირზე წინასწარი შეხვედრები 12:00 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადაზე ხუთი დღის შემდეგ საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ორი მედალია. გუშინ ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ხოლო მანამდე ვერცხლის მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.