ძიუდო | ნოზაძე და ლიპარტელიანი ბაქოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში ორი ქართველი თემურ ნოზაძე (60კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.
ნოზაძე საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძესთან დამარცხდა, ლიპარტელიანმა კი ნახევაფინალური დაპირისპირება მსოფლიო ჩემპიონთან, კანადელ დეგუჩისთან დათმო.
შეჯიბრებაზე დღეს კიდევ ოთხი ქართველი ძიუდოისტი გამოდიოდა და ოთხივე დამარცხდა – ამირან დარბაისელი ( 60კგ), თორნიკე მაზიაშვილი, გიგი ოთიაშვილი (ორივე 66კგ) და ნინო ლოლაძე (57კგ).
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოს ნაკრებმა ბაქოში 17 ძიუდოისტით იასპარეზა. ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა, გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.