ძიუდო | ნინო ლოლაძე და გიორგი ტერაშვილი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ, თენგო ზირაქაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ძიუდო | ნინო ლოლაძე და გიორგი ტერაშვილი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ, თენგო ზირაქაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT

პოლონეთის ქალაქ პილაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს საქართველოს ნაკრების შვიდი წევრი გამოვიდა, რომელთაგან თენგო ზირაქაშვილს (66კგ), ნინო ლოლაძეს (57კგ) და გიორგი ტერაშვილს (73კგ) ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.

19 წლის ლოლაძემ ნახევარფინალში ესპანელ გარსია მარტინს სძლია და ოქროს მედლისთვის აზერბაიჯანელ ალიზადას შეხვდება. კონტინენტის პირველობის ფინალში იჭიდავებს გიორგი ტერაშვილიც. ქართველმა ნახევარფინალში უნგრელი ზაბო დაამარცხა და პირველი ადგილისთვის ასევე უნგრელ ზეგედის შეხვდება. შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს თენგო ზირაქაშვილი (66კგ).