ძიუდო | მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი ტედი რინერი თბილისის გრანდ სლემზე საჭიდაოდ ემზადება
ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერი თბილისის გრანდ სლემზე იჭიდავებს. ეს შეჯიბრება 26-28 მარტს გაიმართება და ოლიმპიადის სალიცენზიო ერთ-ერთი ბოლო გრანდ სლემი იქნება.
ტედი რინერს ტოკიოს ოლიმპიადისთვის სალიცენზიო ქულები სჭირდება, თბილისში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იქნება, თუმცა მაღალი დონის შეჯიბრებებში მონაწილეობა ოლიმპიადისთვის მოზამზადებლად ყველა სპორტსმენისთვის აუცილებელია.
შეგახსენებთ, რომ რინერი 2020 წელსაც იყო დარეგისტრირებული თბილისის გრან პრიზე, თუმცა შარშანდელი შეჯიბრება კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა.