ძიუდო | მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი ჯაბნიაშვილმა პირველივე შეხვედრა წააგო #1TVSPORT
აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს მხოლოდ ერთი ქართველი ძიუდოისტი, 20 წლის გიორგი ჯაბნიაშვილი (90კგ) ასპარეზობდა.
ტურნირის პირველ წრეში იგი არგენტინელ მარიანო კოტო ბერსიერს შეხვდა და დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა. საქართველოს ნაკრებმა დღე უმედლოდ დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) კი ბრინჯაოს მფლობელი გახდა.