ძიუდო | მსოფლიო ჩემპიონატზე ეთერ ასკილაშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ეთერ ასკილაშვილმა (63კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ფილიპინელი ვატანაბე იპონით დაამარცხა და მეორე წრეში ჩეხ ლესკის დაუპირისპირდება. ტურნირზე დღეს გამომსვლელი კიდევ ორი ქართველი – ტატო გრიგალაშვილი და დიმიტრი გოჩილაიძე (ორივე 81კგ) ტატამზე მოგვიანებით გავლენ.
წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე ორი დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია – 60 კგ-ში მოასპარეზე 20 წლის ქართველი გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა, 66კგ-ში კი ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.