ძიუდო | მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ტატო გრიგალაშვილი იჭიდავებს #1TVSPORT
აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ჩვენი ნაკრებიდან ტატო გრიგალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე (ორივე 81კგ) და ეთერ ასკილაშვილი (63კგ) იასპარეზებენ.
წინასწარი შეხვედრები 12:00 საათიდან, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ პლანეტის ჩემპიონატზე ორი დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია – 60 კგ-ში მოასპარეზე 20 წლის ქართველი გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა, 66კგ-ში კი ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა..
2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.