ძიუდო | მერაბ სამადაშვილმა კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს მერაბ სამადაშვილმა (55 კგ) ფინალში იასპარეზა. ქართველი ძიუდოისტი ოქროს მედლისთვის ყაზახ ნურლან ისატაევს დაუპირისპირდა, დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
დღეს ასევე ფინალურ ბლოკში ვიხილეთ შოთა ბაჩოშვილი (50 კგ), რომელიც მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა მონღოლი ტუგულდურ ჩოიჯილჯავი ვაზარით დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო პირველობისთვის:
-50კგ – შოთა ბაჩოშვილი
-55კგ – მერაბ სამადაშვილი
-66კგ – გიორგი გივიშვილი, გიორგი დულარიძე
-73კგ – ცოტნე ბახტაძე
-81კგ – გიორგი ბენდელიანი
-90კგ – საბა გველესიანი, ლუკა თევდორაძე
+90კგ – შოთიკო გოჩიაშვილი, ნიკოლოზ ზაალიშვილი
-48კგ – თამარ გიგოლაევი
-52კგ – თამარ სუხიაშვილი
-63კგ – ნონა დოლიაშვილი
-70კგ – ლიზი ქვარცხავა