ძიუდო | მარგველაშვილი ბუდაპეშტის მასტერსს პირველივე შეხვედრაში გამოეთიშა #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სტარტი აიღო მასტერსის ტურნირმა ძიუდოში. შეჯიბრების პირველ დღეს მედლების მოსაპოვებლად ოთხი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობს, რომელთაგან ვაჟა მარგველაშვილი პირველ დაპირისპირებაში უკვე დამარცხდა და ტურნირს უმედლოდ დაემშვიდობა. ქართველმა უცნობ ტაჯიკ ნურალი ემომალისთან რამდენიმე წამში იპონით წააგო.
მასტერსზე რამდენიმე წუთში 60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი სამხრეთ კორეელ ძიუდოისტს, ვონ ჯინ კიმს შეხვდება, ამავე წონაში თემურ ნოზაძის მეტოქე ტაივანელი იუნგ ვეი იანგი იქნება. 57კგ-ში ეთერ ლიპარტელიანის პირველი მეტოქე ნიდერლანდელი პლეუნი კორნელისეა.
წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.
2022 წელს მასტერსი ისრაელის ქალაქ იერუსალიმში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ლუკა მაისურაძე) მოიპოვა.