ძიუდო | მადრიდის ღია პირველობაზე დღეს ლაშა ბექაური იჭიდავებს #1TVSPORT
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე დღეს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90კგ), ალექსანდრე გულბიანი (81კგ), ვლადიმერ ახალკაცი (81კგ) და გიორგი ბენდელიანი (100კგ) იჭიდავებენ.
ბექაური პირველ ნომრად არის განთესილი და მეორე წრეში ბერძენ ატანასიოს მილონელისსა და შვედ იოელ ჰედენბლადს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ალექსანდრე გულბიანი შვედ პელე მატსონს დაუპირისპირდება, ხოლო ამავე წონაში ვლადიმერ ახალკაცის მეტოქე ესპანელი ინიაკი ბაზტან მერჩანი იქნება.
100 კგ-ში გიორგი ბენდელიანი ნიდერლანდელ სილვან ბულტჰუისს შეხვდება. ტურნირზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავი, რომ დღეს მადრიდში ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერიც გამოვა.