ძიუდო – ლუკა მაისურაძის ბრინჯაო ევროპულ თამაშებზე | მინსკი 2019 [ვიდეო]

19:34, 23.06.2019

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, ახალგაზრდა ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ (81კგ.) მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

რაც შეეხება 73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი, იგი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ მეტოქესთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის შემდეგ, მინსკის ევროპულ თამაშებზე, საქართველოს ძიუდოს ნაკრების ყულაბაში ერთი ოქროს და ოთხი ბრინჯაოს.

ხვალ, 24 ივნისს, ჩვენი ძიუდოისტებისთვის დასკვნით დღეს, სამი ქართველი –  ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) შეეცდებიან საქართველოს ნაკრებისთვის მედლების მოპოვებას.

მსგავსი