ძიუდო - ლიპარტელიანი მეოთხედფინალშია | მინსკი 2019 [ვიდეო]
ძიუდო - ლიპარტელიანი მეოთხედფინალშია | მინსკი 2019 [ვიდეო]

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანმა (100კგ) პირველ შეხვედრაში ბელარუსი მიკიტა სვირიდი დაამარცხა და მეოთხედფინალში მონტენეგროელ ძიუდოისტს შეხვდება.

დღეს, 24 ივნისს, ძიუდოისტებისთვის დასკვნით დღეს, მინსკში სამი ქართველი ასპარეზობს და ჯერჯერობით სამივე მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპული თამაშების გამო წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი არ გაიმართება. შესაბამისად, წლევანდელი ტურნირი ევროპის ჩემპიონატის რანგშია აყვანილი.