ძიუდო | ლიპარტელიანი და მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) ნახევარფინალში იჭიდავებენ.

მარგველაშვილმა მეოთხედფინალში იტალიელი მატეო პირასი ორი ვაზარით დამარცხა და ფინალში გასასვლელად ესპანელ გაეტარო მარტინის დაუპირისპირდება. ლიპარტელინმა კი გერმანელს ბალჰაუსს სძლია და ნახევარფინალში უკრაინელ დარია ბილოდიდს შეხვდება.

ევროპის ჩემპიონატის ოთხივე დღის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ. ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები 25-27 აპრილს გაიმართება, გუნდური ტურნირი კი 28 აპრილს ჩატარდება.