ძიუდო - ლაშა შავდათუაშვილმა დენის იარცევი დაამარცხა | მინსკი 2019 [ვიდეო]
ძიუდო - ლაშა შავდათუაშვილმა დენის იარცევი დაამარცხა | მინსკი 2019 [ვიდეო]

მინსკში მიმდინარე რიგით მეორე ევროპული თამაშების მეოთხედფინალურ ეტაპზე, ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) ტიტულოვან რუს სპორტსმენს დენის იარცევს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

ძირითად დროში გამარჯვების მოპოვება ვერც ერთმა სპორტსმენმა ვერ შეძლო, თუმცა ლაშა ორჯერ იყო გაფრთხილებული და მორიგი გაფრთხილების შემთხვევაში ორთაბრძოლას დათმობდა. ოქროს ქულის მესამე წუთზე შავდათუაშვილმა მაყურებელს შესანიშნავი ილეთი შესთავაზა, იარცევი ტატამზე გააკრა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ევროპული თამაშების გამო წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი არ გაიმართება, შესაბამისად, წლევანდელი ტურნირი ევროპის ჩემპიონატის რანგშია აყვანილი.