პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) ასპარეზობდა.
ოლიმპიური ჩემპიონის პირველი მეტოქე ფრანგი ჟოან ბენჟამინ გაბა გახლდათ. შეხვედრა ძალიან დაძაბულად წარიმართა და, საბოლოოდ, დამატებით დროში ქართველის მარცხით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ პარიზში ძიუდოს ტურნირზე საქართველოდ ნაკრები ჯერ მედლის გარეშეა.