ძიუდო | ჯაბნიაშვილმა და ჯაფარიძემ ზაგრების გრანპრიზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით საშეჯიბრო დღეს გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) და აკაკი ჯაფარიძემ (90 კგ) პირველი გამარჯვებები მოიპოვეს და მერვედფინალში იჭიდავებენ – ორივე ქართველმა ძიუდოისტმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა.
დღეს ტურნირზე კიდევ ერთი ქართველი უჩა ტაბატაძე (+100 კგ) იასპარეზებს.
ზაგრებში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მედალია – ზაგრებში პირველ საასპარეზო დღეს თენგიზ ზირაქაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ქართველმა ისრაელელი ერან ფიქსი იპონით დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოს ნაკრები ზაგრებში მხოლოდ სამი ძიუდოისტით გამოვიდა (საბა გრიგალაშვილი, ალექსანდრე რაფავა, ლუკა კაპანაძე), მაგრამ მედლის აღება ვერ მოახერხა.