ძიუდო | ჯაბნიაშვილი და ჯაფარიძე ზაგრების გრანპრიზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით საშეჯიბრო დღეს გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ) და აკაკი ჯაფარიძე (90 კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ – ორივე ქართველი მეოთხედფინალში დამარცხდა და მესამე ადგილისთვის რეპეშაჟიდან იჭიდავებენ.
დღეს გამომსვლელი მესამე ქართველი უჩა ტაბატაძე (+100 კგ) პირველივე დაპირისპირებაში დამარცხდა.
ტურნირზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მედალია – ზაგრებში პირველ საასპარეზო დღეს თენგიზ ზირაქაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ქართველმა ისრაელელი ერან ფიქსი იპონით დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოს ნაკრები ზაგრებში მხოლოდ სამი ძიუდოისტით გამოვიდა (საბა გრიგალაშვილი, ალექსანდრე რაფავა, ლუკა კაპანაძე), მაგრამ მედლის აღება ვერ მოახერხა.