ძიუდო | ისტორიაში პირველად, საქართველო ოლიპიადაზე გუნდურ ტურნირზე იასპარეზებს #1TVSPORT
პირველად ისტორიაში საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე გუნდური სახეობის ლიცენზიანტია.
ჩვენმა ძიუდოს ნაკრებმა შერეულ გუნდურ ასპარეზობაში (ქალთა და ვაჟთა გაერთიანებული გუნდი) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა. საქართველოს ძიუდოს ფედერაცია 30 მაისს, 12:00 საათზე სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში“ ოლიმპიური გუნდის წარდგენის ღონისძიებას გამართავს.
შეგახსენთ, რომ აბუ დაბიში რამდენიმე დღის წინ დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.