ძიუდო | ილია სულამანიძემ მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა #1TVSPORT
კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე ასპარეზობენ.
21 წლის სულამანიძემ, რომელიც წონის ლიდერია, ტურნირი გამარჯვებით გახსნა. ქართველმა მეორე წრეში მონღოლ გონჩიგსურენ ბატჰუიაგს ვაზარით მოუგო. ილია მერვედფინალში ხორვატ კუმრიჩს შეხვდება.
მსოფლიო პირველობაზე დღეს გამომსვლელი მეორე ქართველი, ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი პირველ დაპირისპირებას ეშლი გონსალესის წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ხუთი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) დაიკავა.