ძიუდო | ილია სულამანიძემ იტალიელი ჯენარო პირელი დაამარცხა და ოლიმპიადის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოს ტურნირის მეექვსე საშეჯიბრო დღე ილია სულამანიძემ (100კგ) გამარჯვებით დაიწყო.
ქართველმა ძიუდოისტმა თავისთვის სადებიუტო ოლიმპიადის მერვედფინალში იტალიელი ჯენარო პირელი იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
ილია სულამანიძის მომდევნო მეტოქე ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონელი აარონ ვოლფი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ხუთი დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.