ძიუდო I შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის ნახევარფინალშია, გოჩილაიძე რეპეშაჟიდან ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ძიუდო I შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის ნახევარფინალშია, გოჩილაიძე რეპეშაჟიდან ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით გამოვიდა, რომელთაგან მედლებისთვის ბრძოლას მხოლოდ ორი ძიუდოისტი აგრძელებს.

ტურნირის ნახევარფინალში იჭიდავებს ლაშა შავდათუაშვილი (73კგ). ქართველმა მეოთხედფინალში სამხრეთკორეელი კანგი იპონით დაამარცხა და ფინალში გასასვლელად ისრაელის წარმომადგენელ ბუტბულს დაუპირისპირდება. გოჩილაიძემ კი მეოთხედფინალში საგი მუკისთან წააგო და რეპეშაჟიდან ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკაიტე ვაზარით დაამარცხა და კარიერაში გრანდ სლემის ტურნირებზე ოქროს მედალს პირველად დაეუფლა.

შეჯიბრების ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 23 და 24 მარტს 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

2023 წელს თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლებს ბექაური, სულამანიძე და ზაალიშვილი დაეუფლნენ, ვიცე-ჩემპიონები სარდალაშვილი და მაისურაძე გახდნენ, მესამე ადგილზე კი შავდათუაშვილი გავიდა.