ძიუდო I საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრების ფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის დასკვნით საშეჯიბრო დღეს შერეული გუნდური შეჯიბრება მიმდინარეობს.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ნახევარფინალში საფრანგეთი 4:2 დაამარცხა და ოქროს მედლებისთვის ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის პირველობა ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ჩვენი გუნდი მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.