ძიუდო | გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა (+100) ვერცხლის მედალი მოიპოვა – ქართველმა ფინალი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ინალ ტასოევთან იპონით დათმო.
ტურნირზე დღეს ასევე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ილია სულამანიძეც (100 კგ), ხოლო ლაშა ბექაურმა (90 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა აზერბაიჯანელი ფატიევი იპონით დაამაცხა.
ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები დღეს დასრულდა, გუნდური ასპარეზობები კი 28 აპრილს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ დღემდე ტურნირზე საქართველოს ნაკრებიდან ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) მოიპოვეს, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.