ძიუდო | გუგავა პირველივე შეხვედრაში დამარცხდა - უმედლო დღე ტაშკენტის გრანდ სლემზე #1TVSPORT
ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებიდან მხოლოდ ერთმა ძიუდოისტმა იასპარეზა. ლევან გუგავა პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. პირველ წრეში ქართველის მეტოქე ეგვიპტელი აბდელრაჰმან მოჰამედი იყო, ვისთანაც გუგავამ ვაზარით წააგო.
უზბეკეთის დედაქალაქში დღეს მედლები – კაცთა 73 და 81 კგ-მდე წონით კატეგორიებში, ხოლო ქალებში -63 და -70 კგ-ებში თამაშდება.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ხვალ, 5 მარტს ტაშკენტში ხუთი ქართველი ძიუდოისტი გამოვა: 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში უშანგი მარგიანი იჭიდავებს, 100-ში – ვარლამ ლიპარტელიანი და ონისე სანებლიძე, მძიმე წონაში (+100 კგ) გელა ზაალიშვილი იასპარეზებს, ხოლო ქალებში – სოფიო სომხიშვილი (+78).