ძიუდო | გოჩილაიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს დიმიტრი გოჩილაიძე (81კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს. ქართველმა ტურნირის მეოთხედფინალში ავსტრიელი ფაშინგი ვაზარით დაამარცხა და ფინალში გასასვლელად ნეიტრალური დროშით გამომსვლელ არბუზოვს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე ტურნირზე მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ნახევარფინალში სამხრეთკორეელი ლი ვაზარით დაამარცხა და ფინალში გავიდა. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე ორი დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია – 60 კგ-ში მოასპარეზე 20 წლის ქართველი გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა, 66კგ-ში კი ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.