ძიუდო | გიორგი სარდალაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ძიუდოისტთა ტურნირი დაიწყო, სადაც მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) თავის სადებიუტო ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
21 წლის ქართველმა მერვედფინალში ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკს სძლია და მეოთხედფინალში გავიდა. ნახევარფინალში სარდალაშვილის მეტოქე თურქი ილდიზი იქნება.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტთა ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება. 3 აგვისტოს კი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს.