ძიუდო | გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჩრდილოკორეელი კვანგ ჯინ ჩაე ვაზარით დაამარცხა და 1/8-ფინალში გავიდა.
ტურნირზე პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცთა – 60, ხოლო ქალთა შორის 48 და 52 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება.
მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.