აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ფინალში იჭიდავებს.
ფინალის საგზურისთვის სარდალაშვილმა იაპონელ ტაიკი ნაკამურას ვაზარით სძლია. 20 წლის ქართველი ოქროს მედლისთვის ტაიპეის წარმომადგენელ იანგს შეხვდება.
ტურნირზე პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცთა – 60, ხოლო ქალთა შორის 48 და 52 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება.
მსოფლიო პირველობაზე ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.