ძიუდო | ევროპის ჩემპიონატზე დღეს ექვსი ქართველი გამოვა - ფინალური ბლოკის პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
ძიუდო | ევროპის ჩემპიონატზე დღეს ექვსი ქართველი გამოვა - ფინალური ბლოკის პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, მეორე საშეჯიბრო დღეს ექვსი ქართველი იასპარეზებს. მამაკაცებიდან მედლების მოსაპოვებლად ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე 73კგ), ტატო გრიგალაშვილი (81კგ), ხოლო ქალებიდან ეთერ ასკილაშვილი (63კგ), ნინო გულბანი და მარიამ ჭანტურია (ორივე 70კგ) იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის ჩემპიონატის პირველი დღე საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება, ხოლო 19:00 საათიდან ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

2022 წელს ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა კი ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ.