ძიუდო | ევროპის ჩემპიონატის პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი შემოგთავაზებთ #1TVSPORT
ძიუდო | ევროპის ჩემპიონატის პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი შემოგთავაზებთ #1TVSPORT

3-5 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქი მონპელიე ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. სამივე საშეჯიბრო დღეს, 19:00 საათიდან კონტინენტის პირველობის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე:

კაცები

60 კგ – გიორგი სარდალაშვილი;

66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი;

73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი;

81 კგ – ტატო გრიგალაშვილი;

90 კგ – ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე;

100 კგ – ილია სულამანიძე;

+100 კგ – გურამ თუშიშვილი.

ქალები

57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე;

63 კგ – ეთერ ასკილაშვილი;

70 კგ – ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია;

78 კგ – სოფიო სომხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა კი ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და ლუკა მაისურაძე (90 კგ.) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) დაეუფლნენ.