ძიუდო | ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბაჩოშვილმა და სამადაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT
სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს ასპარეზობა ძიუდოისტებმა დაიწყეს. ტურნირის პირველივე დღეს ორმა ქართველმა – შოთა ბაჩოშვილმა (50 კგ) და მერაბ სამადაშვილმა (55 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.
ბაჩოშვილმა ფინალში ბელგიელ ასკჰაბ ისაევს შებოჭვით მოუგო, ხოლო სამადაშვილმა ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში იტალიელ ემილიანო ლატანზის დამატებით დროში იპონით სძლია.
მარიბორში მომდევნო დღეებში საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ:
ჭაბუკები:
60 კგ – თორნიკე გიგაური
66 კგ – მათე გველესიანი
73 კგ – ირაკლი ქავთარაშვილი
81 კგ – გიორგი ბენდელიანი
90 კგ – საბა გველესიანი
+90 კგ – შოთიკო გოჩიაშვილი
გოგონები:
48 კგ – თამარ გიგოლაევი
63 კგ – ნანა დოლიაშვილი
70 კგ – ლიზი ქვარცხავა
+70 კგ – ნინო პაპიძე