ძიუდო | ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მან სერბი პერისიჩი დამატებით დროში დაამარცხა.

ტურნირზე დღეს ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში თურქ მუჰამედ დემირელს სძლია და კარიერაში კონტინენტის გამარჯვებული მეორედ გახდა.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 26-28 აპრილს 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ. ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები 27 აპრილის ჩათვლით გაიმართება, გუნდური ტურნირი კი 28 აპრილს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს მონპელიეში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა – ტატო გრიგალაშვილმა, ლაშა ბექაურმა, ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა ფინალური დაპირისპირებები წააგეს.