ძიუდო | ეთერ ლიპარტელიანი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ასპარეზობს.
მეოთხედფინალში ბრაზილიელ რაფაელა სილვასთან მარცხის შემდეგ ქართველი ძიუდოისტი ბრძოლას რეპეშაჟში აგრძელებს, სადაც მან მონღოლი ლხაგვატოგოო იპონით 33 წამში დაამარცხა.
ბრინჯაოს მედლისთვის ეთერ ლიპარტელიანი კანადელ კრისტა დეგუჩისა და ფრანგ სარა ლეონ სისიკეს შორის დამარცხებულს შეხვდება.
დღეს პარიზში მეორე ქართველი – ლაშა შავდათუაშვილიც (73კგ) ასპარეზობდა. ოლიმპიური ჩემპიონის პირველი მეტოქე ფრანგი ჟოან ბენჟამინ გაბა გახლდათ. შეხვედრა ძალიან დაძაბულად წარიმართა და, საბოლოოდ, დამატებით დროში ქართველის მარცხით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ პარიზში, ძიუდოს ტურნირზე საქართველოს ნაკრები ჯერ მედლის გარეშეა.