ძიუდო | ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

13:41, 06.10.2026

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოქმედმა ჩემპიონმა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მეორე გამარჯვება მოიპოვა და ტურნირის მეოთხედფინალში იჭიდავებს. 27 წლის ქართველმა ბრაზილიელ სარა სოუზას იპონით სძლია.

წინასწარი შეხვედრები 10:30 საათიდან დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება. დღეს მედლები მამაკაცთა შორის 73 კგ და ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება.

შეჯიბრების პირველ დღეს 23 წლის გიორგი სარდალაშვილმა საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

მსგავსი