ძიუდო | ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებს #1TVSPORT

14:14, 06.10.2026

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოქმედმა ჩემპიონმა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მესამე გამარჯვება მოიპოვა. ტურნირის მეოთხედფინალში მან ხორვატიის წარმომადგენელს, ანა ვიკტორია პულიზს იპონით სძლია და ნახევარფინალში იჭიდავებს.

ფინალის საგზურისთვის 27 წლის ქართველი გერმანელ სეია ბალჰაუსს დაუპირისპირდება.

დღეს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მედლები მამაკაცთა შორის 73 კგ და ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება.

შეჯიბრების პირველ დღეს 23 წლის გიორგი სარდალაშვილმა საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

მსგავსი