ძიუდო | ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებს.

ქართველმა 1/8-ფინალში ფრანგი ფაიზა მოკდარი დამატებითი დროის მეექვსე წუთზე დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად გერმანელ სელია ბალჰაუსს დაუპირისპირდება.

ევროპის ჩემპიონატის ოთხივე დღის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ. ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები 25-27 აპრილს გაიმართება, გუნდური ტურნირი კი 28 აპრილს ჩატარდება.