ძიუდო | დებიუტანტმა ეთერ ასკილაშვილმა ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) და დებიუტანტი ეთერ ასკილაშვილი (63კგ) ასპარეზობენ.
ოლიმპიური თამაშების დებიუტანტი ასკილაშვილი შეჯიბრებაზე პირველ შეხვედრაში სლოვენიელ ანდრეა ლესკის დაუპირისპირდა. 20 წლის ქართველი გამოცდილ ძიუდოისტთან იპონით დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.
რამდენიმე წუთში ასპარეზობას მეორე წრიდან დაიწყებს ტატო გრიიგალაშვილი. იგი მოლდოველ მიჰაილ ლატიშევს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში კი, სავარაუდოდ, ავსტრიის წარმომადგენელ ვაჰიდ ბორჩაშვილთან იჭიდავებს.
შეგახენებთ, რომ პარიზში ძიუდოს ტურნირზე საქართველოდ ნაკრები ჯერ მედლის გარეშეა.