ძიუდო | ჩაფურიშვილი და ზირაქაშვილი ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT
ძიუდო | ჩაფურიშვილი და ზირაქაშვილი ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT

პორტუგალიაში დღეს სტარტი აიღო ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატმა ძიუდოში. პირველ საშეჯიბრო დღეს წარმატებულად ასპარეზობენ ვაჟი ძიუდოისტები, ორივე მათგანს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.

60 კგ-ში კაკო ჩაფურიშვილი ნახევარფინალში აზებაიჯანელ იმრანოვთან იპონით დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს. ტურნირზე ასევე მესამე ადგილის დაკავებას შეეცდება 66კგ-ში მოასპარეზე, ევროპის მოქმედი ჩემპიონი თენგო ზირაქაშვილი. ნახევარფინალში მან იაპონელ ფუკუდასთან დამატებით დროში შებოჭვით წააგო.

მსოფლიო პირველობაზე დღეს გამომსვლელი სამი ქართველი ძიუდოისტი გოგონა – მარიამ ფოცხვერაშვილი, ჯულიეტა როდონაია (ორივე 48კგ) და ელენე წიკლაური (52კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა:

ვაჟები

60 კგ | კაკო ჩაფურიშვილი

66 კგ | თენგო ზირაქაშვილი

73 კგ | გიორგი ტერაშვილი

81 კგ | ლუკა ბაბუციძე, ალექსანდრე ლოლაძე

90 კგ | თამაზ კობერიძე

100 კგ | გიორგი ბადუაშვილი

+100 კგ | შალვა გურეშიძე

გოგონები

48 კგ | მარიამ ფოცხვერაშვილი, ჯულიეტა როდონაია

52 კგ | ელენე წიკლაური

57 კგ | ნინო წიკლაური, ნინო ლოლაძე

63 კგ | ეთერ ასკილაშვილი

70 კგ | ნინო გულბანი

+78 კგ | ნინო პაპიძე