ძიუდო | ბახტაძე კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია, ბენდელიანი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს ცოტნე ბახტაძე (73კგ) ფინალში იჭიდავებს. ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში სერბი ბოგდან ველიჩკოვიჩი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის იტალიელ ლუსიო ტავოლეტას დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ცოტნემ მეოთხედფინალში იაპონელი მეტოქე გამოთიშა ასპარეზობას. ასევე ფინალურ ბლოკში ვიხილავთ ტურნირზე დღეს გამომსვლელ კიდევ ერთ ქართველს – გიორგი ბენდელიანს (81კგ). იგი მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო პირველობაზე
-50კგ – შოთა ბაჩოშვილი;
-55კგ – მერაბ სამადაშვილი;
-66კგ – გიორგი გივიშვილი, გიორგი დულარიძე;
-73კგ – ცოტნე ბახტაძე:
-81კგ – გიორგი ბენდელიანი;
-90კგ – საბა გველესიანი, ლუკა თევდორაძე;
+90კგ – შოთიკო გოჩიაშვილი, ნიკოლოზ ზაალიშვილი;
-48კგ – თამარ გიგოლაევი;
-52კგ – თამარ სუხიაშვილი;
-63კგ – ნონა დოლიაშვილი;
-70კგ – ლიზი ქვარცხავა.